ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმი გაიხსნება
სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუ” საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. წყარო: რა კეთდება
მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა
აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. თოკები პარკის პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ახალი ტურისტული პროდუქტის გახსნის ღონისძიებას დღეს აჭარის ტურიზმის...
თურქეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თურქეთის სხვადახვა ტურისტული კომპანიების 10 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია. ინფო-ტურის ფარგლებში თურქი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს. 2019 წლის იანვარში...
რადიო გიდი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა – ტურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა – რადიო-გიდი. ეს არის საექსკურსიო...
ჟურნალმა „SAVEUR“ ქართული კერძების და ქართული ყველის შესახებ სტატია მოამზადა
კულინარიულმა და სამოგზაურო ჟურნალმა „SAVEUR“ ქართული კერძების და ქართული ყველის შესახებ სტატია მოამზადა. გამოცემის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. ჟურნალის ბეჭდური ვერსია წელიწადში ოთხჯერ გამოდის...
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის,...
გადამზადების ახალი პროგრამა ტურისტული გიდებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის...
ქობულეთში ნახევარ მილიარდიანი პროექტის – “მწვანე ქალაქის” მშენებლობა იწყება
ქობულეთში უპრეცენდენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის – “მწვანე ქალაქის” მშენებლობა იწყება, რაც აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან,...
წლის ბოლომდე 1500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და სფეროში დასაქმების მსურველთათვის ინტენსიური გადამზადების კურსებს იწყებს. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ქალაქებსა თუ დაბებში გაიმართება. სასწავლო კურსები განთავსების, კვებისა და აგრო...
მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება
28 მარტს, 15:00 საათზე, მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. დღემდე სტუმრებს პარკში...