თურქეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

  • Home
  • მთავარი
  • თურქეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თურქეთის სხვადახვა ტურისტული კომპანიების 10 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია.

ინფო-ტურის ფარგლებში  თურქი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

2019 წლის იანვარში თბილისსა და თურქეთის დედაქალაქ ანკარას შორის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა,რომელსაც “თურქეთის ავიახაზები” ასრულებს.

ინფო-ტური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების” თანამონაწილეობით გაიმართა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია