12 კერძი რომელიც სტამბოლში მოგზაურობას მოგანდომებთ

  • Home
  • ბლოგები
  • 12 კერძი რომელიც სტამბოლში მოგზაურობას მოგანდომებთ

სტამბოლი ეს არის პატარა “ქალაქი-მუზეუმი”, სადაც ძველი შესანიშნავად ერწყმის ახალს და იქ მოგზაურობისას შეუძლებელია თავი ბედნიერად არ იგრძნო.

ულამაზეს არქიტექტურასთან, მდიდარი კულტურასთან და საშინლად სტუმართმოყვარე ხალხთან ერთად, თურქეთს საკმაოდ მიმზიდველი და გემრიელი სამზარეულოც აქვს.

მინდა გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი 12 კერძი, რომელიც აუცილებლად მოგანდომებთ სტამბოლში მოგზაურობას.

  1. თევზის სენდვიჩი (დონერი)

პირველი კერძი, რომელიც სტამბოლში მოგზაურობისას მახსენდება და ჩემს პირველ აღმოჩენად ვთვლი, არის ლავაშში გახვეული, არომატული სანელებლებითა და ლიმნით შეზავებული თევზის სენდვიჩი, რომელსაც შენს თვალწინ გრილზე წვავენ.

თევზის მოყვარულთათვის ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა. სანაპიროებზე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში თევზისგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

 

  1. გამომცხვარი კარტოფილი

კიდევ ერთი თურქული აღმოჩენა და საკმაოდ გემრიელი კერძი.

ეს არის გიგანტური ზომის კარტოფილი სხვადასხვა სახეობის სალათის შიგთავსით და გემოს ნამდვილი დღესასწაული.

 

  1. დონერი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი კერძი დონერია. იგი მზადდება ლავაშის და ცხვრის ან ქათმის ხორცისგან. არის საკმაოდ კალორიული და გემრიელი.

 

  1. დურუმი

ეს არის ბრინჯის, ბოსტნეულის და ცხვის ხორცისგან დამზადებული კერძი რომელიც ლავაშთან ერთად უნდა მიირთვათ.

  1. მერჯიმეკის წვნიანი, იგივე ოსპის წვნიანი

თურქეთში საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა სახის წვნიანი, თუმცა მათგან გამოვარჩევდი მერჯიმეკის, იგივე ოსპის წვნიანს. გირჩევთ, რომ აუცილებლად დააგემოვნოთ.

 

ტკბილეული

  1. სიმიტი

სიმიტი არის ძალიან გემრიელი მრგვალი ფორმის თურქული ბლითები, სეზამის მარცვლებით. მას სტამბოლის ქუჩების ყველა კუთხე-კუნჭულში შეხვდებით და გულგრილად ნამდვილად ვერ ჩაუვლით.

 

  1. ფახლავა

„ფერების დღესასწაული!“ როდესაც საკონდიტროს ვიტრინას ჩავუარე, სწორედ ეს ორი სიტყვა აღმომხდა. ამ თურქულ ტკბილეულს შესანიშნავ ვიზუალთან ერთად გემოც შეუდარებელი აქვს.

ეს არის ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან დამზადებული უგემრიელესი ტრადიციული ტკბილეული.

 

  1. რაჰათ ლუხუმი

კიდევ ერთი ფერადოვნება და გემრიელობა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო, როდესაც თურქეთში მოგზაურობ. ეს არის ფერების და არომატის საოცრად  მიმზიდველი დუეტი, რომლის გარეშეც თურქული თავგადასავლები წარმოუდგენელია.

 

  1. შემწვარი წაბლი

სტამბოლში მოგზაურობიდან კიდევ ერთი გემრიელი მოგონება შემწვარი წაბლია.  ქუჩებში, განსაკუთრებით კი ტაქსიმზე, ჰაერი შემწვარი წაბლის სურნელითაა გაჟღენთილი, რომელიც თითქოს გაბრუებს და თავისებურ, ეგზოტიკურ გარემოს ქმნის შენს გარშემო.

 

  1. დონდურმა ანუ ნაყინი

ნაყინს სეზონი არ სჭირდება, ის ხომ ყველასთვის სასურველი დესერტია. თითქმის ყველგან შეხვდებით პატარა სანაყინე ჯიხურებს, თავისი ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილი მენაყინეებით, რომლებიც ტურისტებისთვის პატარა შოუს დგავენ და იუმორნარევი ოსტატობით გიმზადებენ საკმაოდ გემრიელ ნაყინს.

ყველაზე ცნობილი სანაყინე კი სტამბოლში არის MADO. იგი 1850 წლიდან არსებობს და მათი რეცეპტის საიდუმლო იმაში მგომარეობს, რომ ნაყინს მხოლოდ თხის რძისგან ამზადებენ.

 

  1. ვაფლის ბლინები

უდიდეს შეცდომას დაუშვებთ თუ ერთხელ მაინც არ დააგემოვნებთ ნუთელას და სხვადასხვა ხილის შიგთავსით დამზადებულ ვაფლის ბლინებს.

 

  1. “ფრეში”

ქუჩებში სეირნობისას ხშირად შეხვდებით დახლებზე ლამაზად დალაგებულ ფერად-ფერად ხილს. ჩემი რჩევაა უყურადღებოდ არ დატოვოთ და აუცილებლად დააგემოვნეთ ახლად დაწურული ხილის “ფრეში”. სასარგებლოა და თან გემრიელი.

 

  1. ჩაი

თურქეთში საკმაოდ პოპულარულია ჩაი. ჩაის შეხვდები ყველგან და ყველა დროს. თურქეთი ჩაის გარეშე წარმოუდგენელიც კია.

გირჩევთ აქ მოგზაურობისას აუცილებლად დააგემოვნეთ ვაშლის ჩაი. მიუხედავად იმისა რომ ხილის მოყვარული არ გახლავართ, ვაშლის ჩაი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის. ბაზარსა და მარკეტებში კი ათასნაირი სახეობის ხილის ჩაის შეხვდებით.

ბოსფორის სანაპიროზე უამრავი ღია კაფეა, სადაც შეგიძლიათ მშვიდად დასხდეთ და ჩაითან ერთად დატკბეთ უალამაზესი ხედებით, თოლიებით და საღამოს მზის ჩასვლით.

 

გაიგეთ თუ როგორ შეიძლება იმოგზაუროთ სტამბოლში ავტოსტოპით

 

Tags: