კატეგორია

კულტურა

  • Home
  • კულტურა

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილებისა და საპრომოციო კლიპის გადაღებები დასრულდა, რომლის მთავარ მიზანს აჭარის რეგიონში სერვისის გაუმჯობესება წარმოადგენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „გემრიელი აჭარა“ ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და...

ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძაში განხორციელდა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესიას ჩაუტარდა შემდეგი სახის სამუშაოები: მოეწყო ფლეთილი...

ანანურის ციხე-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

საქართველლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ” – ს დაფინანსებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში დასრულდა ციხე-კომპლექსის გალავნისა და ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. იგი მოიცავდა ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა...
Ateni Sioni, Infrastructure, Shida Kartli

ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს: არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაც. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი...
Rehabilitation of Virgin Mary Church.

სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში, დაზიანებული იყო სახურავი და იატაკი, საშიშროება იყო წყლის ჩასვლის,...

სოფელ ფცის ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფცის ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბზე აგებულ საფორთიფიკაციო ნაგებობაზე, რომელიც რესტავრაციამდე თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი, შემორჩენილი...

„მოდი ნახეს” ციხის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ფონდი „ქართუს“ და საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა „მოდი ნახეს“ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულმაშტაბიანი რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სააგენტოს...

წრომში ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, ეროზირებული იყო დუღაბი,რის...
levan kakabadze

მხატვარ ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

20 თებერვალს, ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა მხატვარ ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც 27 თებერვლამდე გაგრძელდება. ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (1998-2003) იწყება. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმ პერიოდის...
kisisxevi

სოფელ კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ’-ს დაფინანსებით განხორციელდა ქ.თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი....