თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

  • Home
  • სიახლეები
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები – 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

წყარო: თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპოტი