მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება 

  • Home
  • მთავარი
  • მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება 

28 მარტს, 15:00 საათზე, მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. დღემდე სტუმრებს პარკში ზიპლაინის სერვისით შეეძლოთ სარგებლობა, რასაც თოკების პარკი დაემატება
გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრებიან

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი