კატეგორია

მსოფლიო

  • Home
  • მსოფლიო

ფორბსის, კოსმოპოლიტანის და ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

ფორბსის, კოსმოპოლიტანის და რეიტინგული ყაზახური ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ. დღეს ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. სამდღიანი ტურის განმავლობაში კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და...

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ყაზახეთის ქალაქ ალმატში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე. ღონისძიება ავიაკომპანია „Air Astana”-სთან თანამშრომლობით გაიმართა. პრეზენტაციას ყაზახეთის 35-ზე მეტი ტურ-ოპერატორი...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეფორმეტრმა დააჯილდოვა

ISET-ის პროექტის რეფორმეტრის კვლევების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს ჯილდო გადაეცა. ჯილდო ტურიზმის ადმინისტრაციას განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევებისთვის გადაეცა. სპეციალური ჯილდოები მიიღეს ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, „აწარმოე საქართველოს“ და სხვა...

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ვროცლავის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ვროცლავის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ. დეპარტამენტში მათთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც აჭარის საზღვაო-სამთო ტურისტული პროდუქტები, ღირსშესანიშნაობები და კულტურა იყო წარმოჩენილი შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ...

ფრანგი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და საფრანგეთის ღირშესანიშნავი ადგილებისა და ქალაქების ასოციაციის უწყებრივი თანამშრომლობის საფუძველზე, ისტორიული ქალაქების დაგეგმარებისა და მართვის საკანონმდებლო საკითხებზე სამუშაო ვიზიტით ქ. თბილისს ფრანგი ექსპერტები ანტუან ბრუგეროლი და ჟაკ კრუშონი...

საქართველოს ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახელმწიფო ტურისტული ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩინეთის ტურიზმისა და საკრუიზო ასოციაციის თავმჯდომარე, სხვადასხვა პროვინციებისა და ქალაქების...

Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო. სტატიაში აღწერილია საქართველოს...

6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2019 წლის ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 95.4 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%)....

ჟურნალი MilliOnAir Magazine საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს

გავლენიანი ბრიტანული მოდის ჟურნალი MilliOnAir Magazine საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს. სტატიის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში იმოგზაურა. წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია

თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია. EBD-ის კონკურსზე წარსადგენ ფოტოებზე, თბილისის მერია აცხადებს ღია კონკურსს, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. კონკურსზე წარსადგენად შეირჩევა 30 ფოტო. გაეცანით კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას...