საქართველოს ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვივნენ

  • Home
  • MICE
  • საქართველოს ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახელმწიფო ტურისტული ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩინეთის ტურიზმისა და საკრუიზო ასოციაციის თავმჯდომარე, სხვადასხვა პროვინციებისა და ქალაქების მათ შორის პეკინის ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ მხარეებს ეწვივნენ და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია