ტურიზმი უბრუნდება 1990 წლის დასაწყისს, როტომ იკლებს ჩამოსვლა 70% –ზე მეტით.

  • Home
  • მთავარი
  • ტურიზმი უბრუნდება 1990 წლის დასაწყისს, როტომ იკლებს ჩამოსვლა 70% –ზე მეტით.

საერთაშორისო ჩამოსვლები 72% -ით შემცირდა 2020 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში. მოგზაურობის შეზღუდვა, მომხმარებელთა დაბალი ნდობა და გლობალური ბრძოლა COVID-19 ვირუსის შესაკავებლად – არის ის მიზეზები, რამაც ხელი შეუწყო ტურიზმის ისტორიაში რეკორდულ ყველაზე ცუდ წელს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ტურიზმის უახლესი მონაცემების თანახმად, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, ტურისტული დანიშნულების ადგილებმა 900 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტები მიიღეს,  2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან 935 მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტის შემოსავლის ზარალია, რაც 10 – ჯერ მეტია, ვიდრე 2009 წლის ზარალი, რაც იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული.

გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თქვა: “ამ კრიზისის დაწყებისთანავე, UNWTO– მ მთავრობებსა და ბიზნესებს მიაწოდა სანდო მონაცემები, რომლებიც აჩვენებს COVID-19 პანდემიის უპრეცედენტო გავლენას გლობალურ ტურიზმზე. ვაქცინის შესახებ სიახლეები მოგზაურთა ნდობას ზრდის, თუმცა ტურიზმის აღდგენის გზა გრძელია. ამრიგად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მცდელობები, რათა უსაფრთხოდ გავზსნათ საზღვრები, ასევე მხარი დავუჭიროთ ტურიზმის სამუშაო ადგილება და ბიზნესებს.  ნათელია, რომ ტურიზმი ერთ – ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია ამ არნახული კრიზისის შედეგად”.

მიმდინარე მტკიცებულებების საფუძველზე, UNWTO– სელოდება, რომ საერთაშორისო ჩამოსვლები შემცირდება 70% –75%-ით 2020 განმავლობაში. ამ შემთხვევაში, გლობალური ტურიზმი დაუბრუნდება 30 წლის წინანდელ დონეს, 1 მილიარდით ნაკლები ჩამოსვლით და 1,1 ტრილიონი აშშ დოლარის ზარალით საერთაშორისო ტურიზმიდან. პანდემიის გამო ტურიზმის ამ მასობრივმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 ტრილიონი აშშ დოლარის ეკონომიკური ზარალი.

მოგზაურობის შეზღუდვების გაგძელება კვლავ აისახება აღდგენაზე

აზიასა და წყნარ ოკეანეს, პირველ რეგიონს, რომელმაც პანდემიის გავლენა განიცადა და რომელსაც, მოგზაურობის უმაღლესი დონის შეზღუდვები აქვს დღემდე, დაინახავთ რომ, 2020 წლის პირველ ათ თვეში ჩამოსვლები 82% -ით შეუმცირდა. შუა აღმოსავლეთში დაფიქსირდა 73% -იანი კლება, ხოლო აფრიკაში 69% -იანი ვარდნა. როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში საერთაშორისო ჩამოსვლამ 68% -ით იკლო.

ევროპამ სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში 72% და 76% -ით ნაკლები შემცირება დაფიქსირდა მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით. მთელს რეგიონში ვირუსის აღორძინებამ განაპირობა მოგზაურობის ზოგიერთი შეზრუდვის ხელახალი დანერგვა. თუმცა, ევროპა არის რეგიონი, სადაც მეტმა მიმართულებამ (91% 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით) შეამსუბუქა ასეთი შეზღუდვები, ძირითადად შენგენის წევრ სახელმწიფოებს შორის.

სპექტრის მეორე ბოლოს, აზიამ და წყნარმა ოკეანეთმა განაგრძეს თითქმის 100% -იანი შემცირება სექტემბერსა და ოქტომბერში, რაც გამოიწვია ჩინეთში და რეგიონის სხვა მთავარ მიმართულებებზე საზღვრების ჩაკეტვამ. ამერიკაში ივნისის შემდეგ თანდათანობით გაუმჯობესდა სიტუაცია ოქტომბრამდე, საერთაშორისო ჩამოსვლის შედარებით ნაკლებად შემცირდა. ეს ასახავს რეგიონში მრავალი დანიშნულების ადგილის ხელახლა გახსნას, მათ შორისა კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე განვითარებადისახელმწიფოები.

გენერალურმა მდივანმა პოლოლიკაშვილმა დაამატა: “აუცილებელია კოორდინირებული მიდგომა მოგზაურობის შეზღუდვების შემცირებისა და მოხსნისადმი, როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხოა. ეს არამარტო ტურიზმის მიმართულებებს გახსნის, არამედ ქვეყნებს შორის მკაფიო და თანმიმდევრული წესები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო მოგზაურობისადმი ნდობის განმტკიცებას და მომხმარებელთა ნდობის ამაღლებას.”

ზოგიერთ ბაზარზე მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, მოთხოვნა სუსტად რჩება

საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯების შესახებ მონაცემები ასახავს ძალიან დაბალ მოთხოვნას გამყვან ტურიზმზე. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზოგიერთმა დიდმა ბაზრებმა, როგორიცაა აშშ, გერმანია და საფრანგეთი, გაუმჯობესების გარკვეული ნიშნები აჩვენა. გარდა ამისა, შიდა ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება ზოგიერთ ბაზარზე, მათ შორის ჩინეთშიც და რუსეთშიც.

წინ რომ გავიხედოთ, ვაქცინის შესახებ განცხადება და ვაქცინაციის დაწყება, სავარაუდოდ, თანდათან გაზრდის მომხმარებელთა ნდობას. ამავე დროს, ტურისტული მიმართულებების მზარდი რაოდენობა ამარტივებს მოგზაურობას ან ხსნის მოგზაურობის შეზღუდვებს. UNWTO– ს ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, დახურული ტურისტული მიმართულებების წილი პროპორციულად ასე შემცირდა 82% –დან (2020 წლის აპრილის ბოლოს), 18% –მდე (ნოემბრის დასაწყისში) (გამოხატულია საერთაშორისო ჩამოსვლის პროცენტული მაჩვენებლით).

გაეროს ტურიზმის სპეციალიზირებული სააგენტოს მიერ 2021-2024 წლების ტურიზთან დაკავშირებული გაფართოებული სცენარები მიუთითებს 2021 წლის მეორე ნახევრისთვის ტურიზმის ზრდაზე. ამის მიუხედავად, 2019 წლის დონის დაბრუნება საერთაშორისო მოგზაურობის თვალსაზრისით შეიძლება ორნახევრი – ოთხი წელი დასჭირდეს,

 

წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია

Tags: