ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე...
“სისტრას” კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება. მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი. “სისტრა” კომპანიაა, რომელიც აწარმოებს კვლევას, თუ რა რაოდენობის და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება...
სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე ცენტრია, რომლებსაც რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი ახალი ცენტრი დაემატება ტყიბულში. საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდები და მოზარდები ამავდროულად უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით,...
MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი დედაქალაქში 14 თებერვლიდან, ეტაპობრივად შემოვა. დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის...
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა...
ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. საქართველოსთან ერთად იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. “სად და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ 2019 წელს, ჩვენ შევარჩინეთ...
2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. კერძოდ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტალინის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ ჩარტერული რეისები 180 ადგილიანი ,,Airbus A320“ ტიპის საჰაერო ხომალდით, ავიაკომპანია – “Smartlynx Airlines”...
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში “FITUR 2019” ტელეკომპანია Eurosport-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტი მოამზადა. წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო...
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.