საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ორი პოზიციით დაწინაურდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ორი პოზიციით დაწინაურდა

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ჩეხეთი და სხვა.

ევროპის პალატის 2019 წლის კვლევა „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ აფასებს ბიზნესის მთლიან კონტექსტს, რომელიც შედგება კორპორატიული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და პირობებისაგან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან პირიქით ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.

წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო