MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი თბილისში 14 თებერვლიდან შემოვა

  • Home
  • მთავარი
  • MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი თბილისში 14 თებერვლიდან შემოვა

MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი დედაქალაქში 14 თებერვლიდან, ეტაპობრივად შემოვა. დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომლებიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილას.
ავტობუსები ასევე აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

წყარო: ქართული ოცნება