გაცოცხლებულ ქანდაკებაზე ისტორია გსმენიათ, ალბათ. გაქვავებულ სიცოცხლეზე – არა. მე ვნახე გაქვავებული სიცოცხლე, სილამაზე, რწმენა, უდრეკობა, თავდადება და სიყვარული; გაქვავებული ანგელოზები ჩამომტვრეული ფრთებით და ცრემლებით სახეზე, წვიმის წვეთი რომ შეიძლება გეგონოთ; სვეტებს შემოყოლებული გაზაფხული...
გქონიათ ოდესმე ისეთი სურვილი, დიდი ხნის განმავლობაში რომ გიტრიალებთ გულში, ნელ-ნელა თქვენთვისვე შეუმჩნევლად უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და ბოლოს, როცა ახდენის გზა გამოჩნდება, უკვე ისე ხმაურობს, გეშინია, გგონია, ბოლო წამს რაღაც აუცილებლად გამოხტება...
ცხოვრება უამრავ გამოცდას გვიწყობს.გვაიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიაროთ იმ იდეალიზმის საპოვნელად,რომელიც რეალურად ჩვენშია… თავს მონოტონური გარემოს ნაწილად აღვიქვამ, რუტინამ დაისადგურა ჩემს ცხოვრებაში. თითოეული დღე ერთფეროვანი და მოსაწყენია. გაქცევა მინდა,გაქცევა ამ უფერული გარემოსგან,თუმცა...
სურვილი და მონდომება, ცოტა ფინანსებთან ერთად, ახდენს თურმე იმას, რაც გულით ძალიან გსურს. ბავშვობიდან მქონდა ოცნებად მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, გამეცნო ესა თუ ის ერი, მათი კულტურა და მენახა უამრავი ღირშესანიშნაობა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამ მეზობელ...
თქვენი არ ვიცი და ჩემში ყველაზე დიდ სიმპატიას მოგზაურები იწვევენ, უხდებიან გზას თავიანთი ლამაზი ღიმილით, მარტო გზას კი არა, სამყაროს უხდებიან და კიდევ იმ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად ხვდებიან. მერე შენც ერთ-ერთი მათგანი გინდა გახდე...
თვითმფრინავი კიევის აეროპორტში დაეშვა. ილუმინატორიდან აბსოლუტური სითეთრე ჩანს – ყველგან თოვლი დევს. ბორისპოლში თბილისის აეროპორტთან შედარებით უჩვეულო სიჩუმეა. აეროპორტის ადმინისტრაციამ სულ ამაოდ იზრუნა საახალწლო გარემოს შესაქმნელად. საახალწლო ნათურებსა და უზარმაზარ ნაძვის ხეს მგზავრები...
– წარმოიდგინე, კითხულობ პოსტს — „დღეს სიყვარულისფერ, წითელ მარსზე ვარ ვიზ მა ბოი ^_^ (დაამატა 218⁶⁴ სურათი)“, შენ კი ჯერაც ვერ გამოგიღწევია სამუშაოს კუბიკიდან და შურით გამსკდარი მიუწერ „ მარსი ომის სისხლის ფერია, გაუნათლებელო!“ რა დრო...
ტაძრამდე ,,პირველი გზის ბილეთი’’ (2008წ) პირველი ხელფასით შევიძინე,ცხრამეტი წლის ასაკში.სამსახურიდან წიგნის მაღაზიას ჩამოვუსეირნე და ლურჯი, სქელტანიანი წიგნი ვიყიდე. საღამოობით , თითო ფურცლობით ვკითხულობდი, თადარიგიანი დედის მსგავსად, ტკბილეულს რომ უზოგებს შვილებს… შემდეგი ,,ბილეთის’’ საყიდლად რამოდენიმეჯერ ...
ცალმხრივობა, აი რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანის თვისებებიდან. აზროვნება ცალმხრივია თუკი სიტყვა მოგზაურობაზე თქვენ მხოლოდ დიდი ზურგჩანთა , ძვირადღირებული ფოტოაპარატი და ჩასალაგებლად მიყრილ-მოყრილი ბარგი გახსენდებათ. თუ რატომ ვფიქრობ ასე , ამას მოგვიანებით აგიხსნით....
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.