მოგზაურობა სამოთხეში

შავი ზღვა ზამთარში

 

ცალმხრივობა, აი რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანის თვისებებიდან. აზროვნება ცალმხრივია თუკი სიტყვა მოგზაურობაზე თქვენ მხოლოდ დიდი ზურგჩანთა , ძვირადღირებული ფოტოაპარატი და ჩასალაგებლად მიყრილ-მოყრილი ბარგი გახსენდებათ. თუ რატომ ვფიქრობ ასე , ამას მოგვიანებით აგიხსნით. გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ,ჩემი აზრით, გეოგრაფიულ ადგილებსა და ტურისტულ ზონებს პი-არი არ სჭირდებათ, რადგან ისინი თუ მართლა იმსახურებენ ქებას , მათ ტურისტები არ აკლიათ და თუ არ იმსახურებენ ,მათ ქებაში დროს ტყუილად არ დავკარგავ. ვაპირებ მოგზაურობა მრავალი გაგებით წარმოვაჩინო და მხოლოდ და მხოლოდ აისაა და დაისზე, მინდორში ჭრელ პეპლებსა და მთებში ნაპოვნ თავისუფლებაზე საუბრით არ შეგაწყინოთ თავი. მოგზაურობის ყველაზე მარტივი ფორმა A_დან B პუნქტში სასურველი გადაადგილებაა, შემდეგ… შემდეგ მოდის მოგზაურობა დროში , მოგზურობა სიზმრებში, მოგზაურობა მოგონებებში, მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქებში(თქვენც გაგახსენდათ მახვილგონიერი იდალგო?), ერთი სიტყვით თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ სავარძელში მჯდომარემ, ისე როგორც ამას აკეთებდა “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა , შეგიძლიაით უბრალოდ ჩაიცვათ დონ კიხოტივით და იმოგზაუროთ სანჩო პანსასთან ერთად ორმაგი მოგზაურობით, ასევე შესაძლებელია “ზაფხულის ღამის სიზმრებში” ხეტიალი და გინახავთ ოდესმე მთვარეულები? … მიუხედავად ამ ყველაფრისა , ჩემთვის ყველაზე მეტად ამოუხსნელი და ყველაზე დიდი მოგზაურობა არის ის , რომელშიაც დღემდე ვიმყოფები , ეს არის ცხოვრება. ჩასახვიდან გარდაცვალებამდე ვმოგზაურობთ და , ალბათ, გარდაცვალების შემდეგაც , ამის იმედზე მეტად სურვილი მაქვს . ჩვენ, ჰომო საპიენსები წუთში სამოც წამს გავდივართ და ამ მოგზაურობაში ერთადერთი GPS საათის გრძელი და მოკლე ისრებია , ჩემთვის პირადად ყველაზე სასურველი მოგზაურობა ახალი წლის ღამეს ერთი მერიდიანიდან მეორეზე გადასვლა და ამ დღესასწაულის თორმეტჯერ აღნიშვნა იქნებოდა . მართლაც საოცარია ადამიანი მთელი თავისი სწრაფვებით, მოგზაურობა ჩვენი ყველაზე ტკბილი ოცნება ყოფილა , რადგან გვგონია, რომ მკვდრებიც კი გავაკეთებთ ამას. ვფიქრობ, უდიდესი დამპყრობლები სიმდიდრის და ძალაუფლების მოხვეჭასთან ერთად შეპყრობილნი იყვნენ ახალი მიწების , ახალი ხალხის და ახალი სამყაროს გაცნობის სურვილით, ცნობისმოყვარეობა იყო ის , რაც ამოძრავებდა მათ და ის , რაც მამოძრავებს მე დღეს, როდესაც წასვლის და ახალი განცდების მიღების სურვილით  შეპყრობილი ხშირად ვტოვებ სახლს, დაახლოებით ორ მილს გავდივარ ფეხით შავ ზღვამდე , ის არის ამქვეყნიური სამოთხე მხოლოდ ერთი ნაკლით, მას ჰქვია შავი, ხოლო სამოთხეში არაფერია შავი, არადა როგორ ჰგავს სამოთხეს არა ?!.

შავი ზღვა