იცით, ჩემი ქვეყნის საზღვრებს არასდროს გავსცდენილვარ, არასოდეს შემიგვრძვნია ჩემს ტერფებქვეშ სხვისი მიწის ნიადაგი, არასოდეს ჩასულა ჩემს ფილტვებში სხვა ქვეყნის ჰაერის სიმსუბუქე, არასოდეს დამინახავს სხვა, ლურჯი ცის ფერთა კიაფი კამარაზე, არასოდეს დამინახავს მზე სხვა ჰორიზონტიდან,...
ცხოვრებაში ხანდახან დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო ის რაც იცი, რომ ერთ დიდ სიამოვნებად ღირს. ასე სპონტანურად, ზაფხულის ერთი ცხელი დღის მიწურულს ზურგჩანთაში ჩაწყობილი ნახევარი ნაწილი თონის პურით, ერთი ბოთლი წყლით,...
მაშინ ჯერ კიდევ ჩეხეთში ვსწავლობდი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კვლევების განხრით PhD-ის ვაკეთებდი და „ვაფრენდი“ ევროპაზე, ბებერ ევროპაზე და პატარა თავნება გოგოსავით ხშირ-ხშირად რომ იცვლის ხოლმე აზრს, ის ქვეყანა უფრო მიყვარდებოდა, რომელსაც ბოლოს ვნახავდი....
არასდროს მიოცნებია ამდენ მოგზაურობაზე, ალბათ იმიტომ, რომ არ მეჯერა, მე კი ბავშვობიდანვე არ მიყვარდა შეუძლებელზე ოცნება. დღეს კი როცა ავსტრალიიდან ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთიდან აფრიკასა თუ ევროპაში მოგზაურობით მე დავფარე ყველა კონტინენტი, გაქრა საზღვარი დროსა...
გზის პირას გაჩერებული მანქანის საჭესთან ვიჯექი, ცალ ხელს მზეს ვუფიცხებდი, მეორე ხელის თითებს კი მორიგობით ცხვირის წვერს ვუკაკუნებდი და ვფიქრობდი, რა დამერქმია. სახელის არჩევა მარტივი არ აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყოდი ყველაფერ იმაზე, რაც იქამდე...
„ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხე მომაგონა ამ ფოტომ. იქნებ ასეთი წარმოედგინა შოთასაც… “ეს კლდეები, ლოდები და ქვები რომ ვერ მიაქვთ, იმიტომ ვერ გვამარცხებს საბოლოოდ ვერცერთი მტერი” – ამბობს რომანში „ქართლოსის საფლავი“ ერთ-ერთი გმირი… ვინ იცის,...
წელიწადის ყველა დრო შეუდარებლად ლამაზია სამცხე-ჯავახეთში. ზამთრის ძილისგან ახლადგამოღვიძებული, ხავსით და ნისლით დაფარული გაზაფხული, ზაფხული ფერადოვანი, ყვავილებით აჭრელებული და მორთული, შემოდგომა მისტიური პეიზაჟებით, ზამთარი გაყინული, თეთრი და უკაცრიელი. მოკლედ, აქ ყველა სეზონი ნანახი მაქვს...
გზაზე ვდგავართ, დილაა და ქუთაისური ქარი გვერდებს გვიყინავს. შემოდგომაა. დილით უკვე ცივა. კეთილ მძღოლებს ველოდებით, ავტოსტოპით ბორჯომამდე ვაპირებთ ჩასვლას. გიგა მთამსვლელია, მე -მოლაშქრე. მთაში უკვე ორი წელია დავდივარ. გიგა- ექვსი. ქუთაისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკამდე...
ტრანსპორტიდან ყველაზე მისტიკური ჩემთვის მაინც მატარებელია, თუმცა თვითმფრინავებსა და გემებსაც აშკარად აქვთ ,,რაღაც“. თვითმფრინავებზე ფიქრისას განსაკუთრებით მხიბლავს ფაქტი, რომ დროს ვიპარავ. ქვეყნებს შორის საათობრივი სხვაობა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს (რა თქმა უნდა, გააჩნია, რომელ...
მოგზაურობა! ამ სიტყვას ჩემთვის ჯადოსნური მნიშვნელობა აქვს.მის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის.იგი ჩემთვის ასოცირდება ძლიერ,დადებით,კაშკაშა,გასხივოსნებულ,თბილ,ფერად,დაუვიწყარ,ძლიერ გრძნობებთან. იმიტომ,რომ მოგზაურობისას ყოველ ადგილას არის ახალი გამოცდილება,სანახაობა,შთაბეჭდილება,ფერები,კულტურა,ენა და ა.შ…იგი ცვლის ადამიანთა ცხოვრებას,თითქოს თავიდან იბადები.ხსნის ახალ გზას უკეთესი აზროვნებისთვის,გამოცდილებისთვის,ცხოვრების წესისთვის,რაც...
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.