ვიმოგზაუროთ! შევასხათ ფრთები ოცნებებს!!!

  • Home
  • ბლოგები
  • ვიმოგზაუროთ! შევასხათ ფრთები ოცნებებს!!!

მოგზაურობა! ამ სიტყვას ჩემთვის ჯადოსნური მნიშვნელობა აქვს.მის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის.იგი ჩემთვის ასოცირდება ძლიერ,დადებით,კაშკაშა,გასხივოსნებულ,თბილ,ფერად,დაუვიწყარ,ძლიერ გრძნობებთან. იმიტომ,რომ მოგზაურობისას ყოველ ადგილას არის ახალი გამოცდილება,სანახაობა,შთაბეჭდილება,ფერები,კულტურა,ენა და ა.შ…იგი ცვლის ადამიანთა ცხოვრებას,თითქოს თავიდან იბადები.ხსნის ახალ გზას უკეთესი აზროვნებისთვის,გამოცდილებისთვის,ცხოვრების წესისთვის,რაც გხდით მეტად თავდაჯერებულს და სამყაროს ხედავთ მეორე უფრო ნათელი მხრიდან. სამყარო სავსეა ულამაზესი:ლურჯი ოკეანეებით,ვულკანური წარმოშობის კუნძულებით,კილომეტრებზე გადაჭიმული ულამაზესი სანაპიროებით,ტროპიკული ქვეყნებით, ბუნებრივი აუზებით,ფერად-ფერადი მარჯნის რიფებით,უძველესი ცივილიზაციების მიერ შექმნილი გრანდიოზული ტაძრებით,ბუნების ღირსშესანიშნავი ადგილებით:თვალუწვდენელი მთებით,სალი კლდეებით,კანიონებით, ხეობებით,ზღაპრულად ლამაზი მღვიმეებით,კამკამა მდინარეებით,ხასხასა მდელოებით,ოქროსფრად შეფერილი ყანებით,მრავალფეროვანი ტრადიციის მქონე ქვეყნებით,განსხვავებული არქიტექტურული სტილის ქალაქებით,მყუდრო სოფლებით,რელიგიით,ეკლესია-მონასტრებით,ხელოვნების ნიმუშებით,ცეკვით,სიმღერით,ისტორიით,გრანდიოზული კოშკებით,სასახლეებით,მეფეებით,დედოფლებით,განსხვავებული წარსულის გზის და მომავლის გეზის მქონე ქვეყნებით. ჩვენი საქართველოც სხვა უამრავ ღირსშესანიშნავ სახელმწიფოს შორის საპატიო ადგილს იკავებს.აქ მოგზაურობა განსაკუთრებით საინტერესოა,ამიტომ მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს,რათა ეზიაროს მის კულტურას და გაიგოს ახალი იმ ქვეყნის შესახებ,რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო და შეინარჩუნა რელიგია,ტრადიცია,კულტურა: დაწყებული ეკლესია-მონასტრების მხატვრობიდან(ვარძიის,ბეთანიის,ყინწვისის,ბერთუბნის,გელათის,სვეტიცხოვლის და სხვ…მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელია ამ ყველაფრის ნახვა), დამთავრებული კედლის რელიეფური ქანდაკებით,მინიატურებით შემკობილი წიგნებით,უძველესი ოთხთავებით, არქეოლოგიური მასალით,ეროვნული საგანძურით, გულგრილს არ დატოვებს მნახველს. დედა ბუნებამ იმითაც დაგვაჯილდოვა ,რომ სწორედ ჩვენთან არის აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნამარხი,დინოზავრის ნაკვალევი,ოქრომრავალი კოლხეთის არსებობა(ოქროს სამკაულები,გულსაკიდები,სამაჯურები,დიადემები,მძივები,საყურეები,ბრინჯაოს ნივთები, და ა.შ)რითაც ძალიან ამაყი ვარ! ზემოთნახსენები ადგილების ნახვის,შეგრძნების შემდეგ სამყაროს კიდევ უფრო დაუახლოვდებით და დაუმეგობრდებით მას. ასე,რომ მოდი გავაკეთოთ ეს ! ვიმოგზაუროთ! შევასხათ ფრთები ჩვენს ოცნებებს,ვიხილოთ საკუთარი თვალით ადგილები,რომელთა ნახვაც მთელი გულით გვწადია. მივიღოთ დაუვიწყარი მოგონებები,ემოციები,შთაბეჭდილებები,რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება და ცხოვრების განმავლობაში მოგვცემს მოტივაციას გვაკეთოთ კიდევ და კიდევ მეტი!დავაგროვოთ მოგონებები ლამაზ ,ზღაპრულ ადგილებზე,რომლებიც სიხარულით აავსებს ჩვენს სულს და მოგვცემს სულიერ სიმშვიდეს! ჩემთვის ყოველი ჩემი მოგზაურობა დადებით გრძნობებთან ასოცირდება,მათ გახსენებაზე სიხარულით ვივსები და ნათელი ისადგურებს ჩემში.ამიტომაც მე მათ ოქროს მოგონებებს ვუწოდებ! რა სჯობია მეგობრებთან ერთად გადაგხდეს თავგადასავლები,ან ერთად გაიხსენოთ ,როგორ იმხიარულეთ ბოლოს ერთად!შესანიშნავია! მოვიშოროთ დაბრკოლებები,ბარიერები,ჯაჭვები მოწყენილობის ჭაობში,რომ გვექაჩებიან,გვაიძულებენ უკან ვიაროთ და გავუშვათ ხელიდან ცხოვრებისეული შანსები,რომლებიც ბედნიერებას გვიქადის.ასე,რომ გავშალოთ ფრთები ვიხილოთ სამყარო ისეთი,როგორიიც სინამდვილეშია,საოცრებებით სავსე( მათ შორის ეგვიპტის პირამიდები,ტროას ნანგრევები, ჰიმალაის მწვერვალები, უზარმაზარი უდაბნოები მაგ:საჰარა ,სიერა-ნევადა – ყველაზე დიდი მთები პირენეის ნახევარკუნძულზე, ანდალუზია,
ტენერიფე – მრავალფეროვანი კუნძული აყვავებული ტყეებით, ეგზოტიკური ფლორა და ფაუნა, უდაბნოები, მთები, ვულკანები და ულამაზესი პლაჟები.
კოსტა-ბლანკა – 200 კილომეტრზე გადაშლილი თეთრი სანაპირო, უამრავი პლაჟითა და პატარ-პატარა სოფლებით.
კოსტა-ბრავო – უსწორმასწორო სანაპირო, უამრავი საზღვაო კურორტით.
კოსტა-დელ-სოლ – ქვეყნის სამხრეთ მზიანი სანაპირო.
იბიცა და ა.შ…) უნიკალური,გამორჩეული,განუმეორებელი და ძალიან მაგარი! ვ ი მ ო გ ზ ა უ რ ო თ !!!