აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურობისგან მიღებული განცდა ერთგვარი კოგნიტური პროცესია, რომლის სიამოვნების მაშტაბსაც გონებაში ნეირონების მეშვეობით შენახული ინფორმაციის სიდიდე განსაზღვრავს. ეს ინფორმაციული ნაკადი, როგორც ერთგვარი თანამეგზური, შენ ვიზუალურ ვექტორს შინაარსობრივ მხარესთან აკავშირებს და...
მოგზაურობა ყველაზე მეტად მიყვარს. ადრენალინს მაშინ ვგრძნობ როდესაც უცხო ქალაქში ვხვდები, სადაც არ მეცნობა არცერთი ქუჩა, არ ვიცნობ არავის, დავხეტიალობ მარტო, არავისთვის არაფერს წარმოვადგენ, არავის არ აინტერესებს ვისი შვილი ვარ და რა სანაცნობო წრე...
ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობთ… ვირჩევთ მეგზურს, გზას, რომელიც ხან გავლილია, ხან გაუვლელი, ხშირად უგზოობა გვაწუხებს და გვაცარიელებს. საკუთარი სახლიდან და სახლისკენ გზას დაუსრულებლად გავდივართ, თუმცა მაინც ან ერთ ადგილას ვდგავართ, ან ახალ გზებს ვეძებთ, რათა...
კომპიუტერში დისკი ჩავდე და , როგორც ეს თინეიჯერებს სჩვევიათ , ,,enter”-ს ისე თამამად დავაჭირე თითი , რომ კლავიში შემეცოდა… ეკრანზე ფერადი ქაღალდის ყუთი გამოჩნდა, იატაკზე დადებული , შორიახლო ათიოდე თვის ბავში ზის , ყუთისკენ...
2013 “შენ რა არ მისმენ? რა დროს ამერიკა და ევროპაა”, “გაკვეთილს ნუ მიცდენ, არავის აინტერესებს შენი შეკითხვები თვითმფრინავის ბილეთის ფასზე, ეგ მე რავიცი”-სამწუხარო პასუხები ძირითადად ასეთ სახეს იღებდა იმ კითხვებზე, რომლებსაც უსასრულოდ ვუსვამდი სხვადასხვა...
კუნძული კრეტა როგორც გერმანელებს სჩვევიათ ჩემმა ფრანკფურტელმა კოორდინატორმა იმდენ ხანს იფიქრა თემაზე, თუ რა რიცხვებში უნდა ამეღო შვებულება, რომ ჩემმა სულსწრაფმა ქართველმა მეგობრებმა ამდენ ჭოჭმანსა და განსჯას ვეღარ გაუძლეს და უჩემოდ გადაწყვიტეს ბედს სწვეოდნენ...
რომ გითხრათ, ბევრი მიმოგზაურია-თქო, მოგატყუებთ. არც საქართველოს საზღვრებს გავცდენილვარ და ვერც ხურჯინ-ხურჯინ გადმოგილაგებთ რომელიმე ქვეყნის ბილიკებაბურდულ ნასიზმრებივით ისტორიებს. რატომღაც არც მოგზაურობაზე ოცნებებში გამიტარებია ბავშვობა და ყოველ საღამოს ბალიშის აფუმფულების ჩვეულ რიტუალს თუ მოსდევდა ცისარტყელისფერ...
ეს არ არის ისტორია ერთი მოგზაურობის შესახებ და არც მე ვარ მოგზაური. მატარებელი მძიმედ და უხმოდ მისრიალებდა ლიანდაგებზე, საღამო იყო და ფანჯარაში ჩამავალი მზისგან გავარდისფერებული ღრუბლელი ირეკლებოდა. ვცდილობდი, რაც შეიძლება მკაფიოდ დამემახსოვრებინა ხედი ფანჯრიდან....
ცხოვრება მაშინ იწყებს შენთან მშვიდი ტონით საუბარს, როდესაც ხვდები რომ უდიდესი ოცნების ასრულებასთან სულ რაღაც ერთი კარი გაშორებს. მგზავრებთან დასამშვიდობებლად გამოსული კაპიტნის ღიმილი, რამდენიმე კიბის საფეხური და უკვე ნანატრ მიწაზე ვდგავართ. ჯერ კიდევ არ...
აჭარა იყო პირველი ტური, რომელიც ჩემთვის და მეგორბებისთვის დავგეგმე და იმდენად წარმატებული გამოდგა, მას შემდეგ მუდმივ ტურებს ვაწყობთ. აჭარის ზემო ნახვა ყოველთვის მაინტერესებდა და არ მომწონს , რომ ამ მხარეს მხოლოდ ბათუმით და ქობულეთით იცნობენ....
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.