მთავარია-წერტილი არ დასვა…

კომპიუტერში დისკი ჩავდე და , როგორც ეს თინეიჯერებს სჩვევიათ , ,,enter”-ს ისე თამამად დავაჭირე თითი , რომ კლავიში შემეცოდა…
ეკრანზე ფერადი ქაღალდის ყუთი გამოჩნდა, იატაკზე დადებული , შორიახლო ათიოდე თვის ბავში ზის , ყუთისკენ იხედება და მასთან მიახლოებას ცდილობს , ოთხზე მდგარი ფორთხვით უახლოვდება დივანს ,პაწაწა თითებით ეჭიდება, ფეხზე დგება და დივანის გვედს მიუყვება , ყუთს უახლოვდება ორ ნაბიჯს დამოუკიდებლად დგამს,ყუთის ნაპირს ეპოტინება და ცდილობს, ყუთში გადავიდეს .ცდა წარმატებული აღმოჩნდა ,თუმცა -თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ- მტკივნეული . ..
ეს მე ვარ და,როგორც მამაჩემი მეუბნება, ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა, რომელიც ,,მწვერვალის დაპყრობით“ (ქაღალდის ყუთს ვგულისხმობ) დასრულდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს კადრები ისტორიული მნიშვნელობისაა ( ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც).
რომ არაა დედაჩემის ნააამბობი, ვერც ჩემს შედგომ მოგზაურობაზე გიამბობდით რამეს: მაშინ დამოუკიდებლად ფეხით სიარული ახალი დაწყებული მქონია. როგორღაც დედას გავპარვივარ, პიანინოსთან სკამი მიმიხოხებია ,ზედ ავსულვარ , იქიდან კი პიანინოს თავზე შემოვმჯდარვარ… ეს მეორე სერიოზული გამარჯვებაა მოგზაურისა ,რომელმაც გაბედა და მაღლა ასვლა გადაწყვიტა ,მერე რა რომ ვეღარ ჩამოვიდა ,ტირილი დაიწყო და დედიკომ ჩამოიყვანა…
შემდგომი მცდელობა კი, მართლაც, სერიოზული წარმატებით დასრულდა. ეს ამბავი უკვე ჩემს მეხსიარებასაც შემორჩა: ხუთი წლის ვიყავი ,როცა უბნის ბიჭები ჩუმად წავედით ყვირილაზე. ვისაც ამ მდინარეში ერთხელ მაინც უბანავია, მიხვდება რამდენად თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღე. სამი კილომეტრი ფეხით ვიარეთ, თანაც უფროსების გარეშე. ხუმრობა ხომ არ არის 5 წლის ბიჭისთვის. ცივ წყალში შევტოპეთ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ წყალმა ერთი ფეხსაცმელი წამართვა და სახლისკენ მიმავალ გზას ფეხშიშველი დავადექი. გზაში კი მამაჩემის გაფითრებული სახე შემომეფეთა…
დღემდე სიამოვნებბით ვიხსენებ ,რომ მამას საყვედური არ უთქვამს.რასაც დედაჩემზე ვერ ვიტყვი- მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები, როცა ეზოში ფეხშიშველა შევედი….
ამით არაფერი დასრულებულა. პირიქით -იწყებოდა….
ერთ ზაფხულს ,ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა , როცა ეზოში დიდი მწვანე ახლთახალი ველოსიპეტი დამახვედრა მამამ .ჰოდა გული როგორ მომითმენდა -შორეულ გზაზე არ გამომეცადა და სისწრაფე არ შემემოწმებინა…ასე დავადექი ორო სოფლის იქით მდებარე ტყისკენ მომავალ ბილიკს-გორებზე მომავალს. ჩამავალი მზის სხივები არ მაკრთობდა, არც ის რომ მარტო ვიყავი და ღამდებოდა …ბნელოდა ,როცა ტყეში შევედი .ველოსიპედი თავისუფლად უმკლავდებოდა ქვიშებს და ალაგ-ალაგ დარბილებულ მიწას. შიში არც მიგძვნია. მომწონდა რასაც ვაკეთებდი ,თავი ჯუნგლების მეფედ წარმომედგინა…როცა გზის დანახვა გამიჭირდა მივხვდი -უკან უნდა დავბრუნებულიყავი. მთელი ძალითა და მაქსიმალური სიჩქარით ვაწვებოდი ველოსიპედის პედლებს , ვგრძნობიდ სახეში როგორ მირტყამდა საღამოც სუსხიანი ქარი…
მე ბედნიერი ვიყავი.
ახლა 16 წლის ვარ .
ყოველი დღის ჩვეულებრივი რუტინა, როგორც ყოველთვის, ისე დღესაც,მშვიდ ძილს მაღვიძარას უხეში წკარუნი მიფრთხობს. კარებზე კაკუნით დედა შემოდის და უკვე მის საფირმო ფრაზად ქცეულ სიტყვებს მეუბნება: ადექი სკოლაში დაგაგვიანდება. ასე გავიდა ჩემი ცხოვრების 16 წელი ,თუმცა არის ხოლმე ისეთი დღეებიც, როცა ზურგჩანთაში წიგნების ნაცვლად რუკა, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური და თბილი ქურთუკი მიდევს.
გარეთ გამოვდივარ, ტალახიან და გახეულ ბოტასებს ვიცვამ.ახლებიც მაქვს .უბრალოდ ეს დედამ მიყიდა და ამ ბოტასებში თავს ისე ვგრძნობ ,როგორც მდინრის პირას ამოსული ტირიფი.
კვერეთში ,ჩიხურას ხეობას მამასთან ერთად ფეხით მივუყვები , ყინულივით ცივ წყალში წითელწინწკლებიან კალმახებს ვამჩნევ. ცხენზე ვჯდები , ჩორთით ავუყვები საცალფეხო ბილიკს ჩანჩქერის ძირამდე, ქვაზე ჩამოვჯდები და ლექსის წერა მომინდება. ვიგრძნობ, რომ პირველქმნილ სამყაროში დავაბიჯებ და არა ცოდვილ დედამიწაზე,ღამეს ეგერების ქოხში გავათენებ და ძალიან, ძალიან მშიდსა და ბედნერს, ძილი დიდხანს არ მომეკარება…
ასეთ დღეებს შემოაქვს ჩემს ცხოვრებაში ხალისი და იმ შავ -თეთრსაყაროს მიფერადებენ, რომლებიც ოთხმოციანელების ფილმებსაა დამსგავსებული.
დრო გადის -სურვილი მიპყრობს მეტი ვნახო ,შორს წავიდე და წერტილი არ დავსვა…
ამიტომ წერას არ ვასრულებ- ველოდები ტექსტურ შეტყობინებას: ,,გამარჯობათ! ბატონო ლუკა ტურიზმის განვითარების სააგენტოდან გიკავშირდებით.გილოცავთ! თქვენ…..“