თბილისი 2020 წელს ევროპის საუკეთესო მიმართულებებს შორის მესამეა

  • Home
  • მსოფლიო
  • თბილისი 2020 წელს ევროპის საუკეთესო მიმართულებებს შორის მესამეა
Tbilisi- europe best destination

თბილისმა „ევროპის საუკეთსო მიმართულებბი 2020“-ის საერთაშოროსო კონკურსი წარმატებით დაასრულა, კერძოდ კი საქართვეკის დედაქალაქმა კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე წელს თბილისი მესამეა კოლმარისა და ათენის შემდეგ.

თბილისი კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ქალაქია, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით.

“საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია.

შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს. საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,”-აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის საიტზე.

საერთაშორისო კონკურსისთვის – „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.

წყარო:თბილისის მერია

Tags: