პრეს – ტური მონაკოდან

Info-tour, Georgian Tourism National Administration.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მონაკოს წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ. პრეს – ტური ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამონაწილეობით გაიმართა.

უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობა მონაკოს სამთავროდან სომელიეთა ასოციაციის წევრთა ვიზიტს უკავშირდება, რომლებიც მონაკოს საუკეთესო რესტორნების მთავარი სომელიეები არიან.

როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: -“საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მონაკოს ტელევიზიებისა და ბეჭდური მედიის წამყვან ჟურნალისტებს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ, ისევე როგორ ღვინის წარმოების კულტურას. ამ პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა მონაკოში და საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება, რომელიც ამავდროულად ღვინის სამშობლოა.“

აღნიშნულ პრეს – ტურში მონაკოს სამთავროს სხვადასხვა ჟურნალისა და ტელევიზიის (Royal Spirit GMBH) 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ტურის დასრულების შემდეგ მონაკოს მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს მოამზადებენ.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაცია

Tags: