პოლონურ მედიაში აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები გამოქვეყნდება

  • Home
  • მსოფლიო
  • პოლონურ მედიაში აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები გამოქვეყნდება

რეგიონში მოგზაურობისას პოლონელმა ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოინახულეს. ასევე, გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორსა და სამზარეულოს.

წამყვანი პოლონური ტელევიზიის, გაზეთის, ჟურნალისა და ონლაინ მედიის ჟურნალისტები, ასევე ბლოგერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს Embassy of Georgia to the Republic of Poland დახმარებით სტუმრობდნენ.


წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი