2022 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იქნება – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს არის კარგი საშუალება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, რადგან გამოფენაში მონაწილეობას იღებს 180- ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო მასშტაბით იგი 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს.
“მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური.
ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს იმ ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომლებიც უნდა მოხვდნენ და ჩვენი მიზანი უნდა იყოს საქართველოს თითოეულ სოფელში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი”. – განაცხადა გიორგი გახარიამ
წყარო: საქართველოს მთავრობა