გუდაურში, 5 ვარსკვლავიანი „რადისონ ბლუ გუდაური“ გაიხსნება

გუდაურში, 5 ვარსკვლავიანი „რადისონ ბლუ გუდაური“ გაიხსნება.

პროექტის მთავარი მიზანია, გუდაური გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ტურისტებისთვის, ვისთვისაც კომფორტი და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ისეთი ბრენდის სასტუმროს გახსნა, როგორიც „რადისონია“, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, გუდაურს კი ოთხი სეზონის კურორტად გარდაქმნაში დაეხმარება.

სასტუმროში განთავსებული იქნება:

156 სასტუმრო ოთახი
2 რესტორანი, ლობი და აპრეს-სკი
საკონფერენციო დარბაზები და 300 კვ. მ-იანი საღონისძიებო დარბაზი
სპა ცენტრი
სპორტული დარბაზი
დახურული აუზი
საბავშვო ზონა
თხილამურის საწყობი
ავტოსადგომი

წყარო: რა კეთდება