გოგონა ყველა ასაკში გოგონაა.
ქალში, თუნდაც ხანშიშესულში ყოველთვის ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობს, რომელსაც ისევე გულით უხარია კესანების ჩუქება, როგორც მაშინ სკოლიდან მომავალს, რომ ჩუქნიდნენ გზის პირას მომლოდინე მასზე შეყვარებული ბიჭები 💐
გოგონას ისევ ისე შეუძლია იოცნებოს და საათობით უყუროს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა. შეუძლია ფეხშიშველმა ირბინოს ყვავილებით სავსე აჭრელებულ მინდორში და ფერადად დაწნული გვირგვინი მოირგოს გრძელ წაბლისფერ თმაზე.
ისევ ისე შეუძლია იტიროს, იცინოს, იკისკისოს, იყვიროს როგორც ამას ადრე, რომ მოაყოლებდა ზღვარგადასულ ემოციებს.
ყველაფერი შეუძლია მას.
მის გულში უამრავი ფერადი ყვავილი ყვავილობს, პეპლები დაფრთიანობენ, ცა კრიალებს, მზე სუსტ მხრებზე დანავარდობს 🌸🌹🌻🌼🌞
ყველა გოგონას ირგვლივ ყვავის თუნდაც ერთი ახასხასებული ხის ტოტი, რომელზეც აუცილებლად ჩამოჯდება ჟღურტულა ჩიტი 🐤
გაზაფხულის თვალები აქვს ყველა გოგონას და საკმარისია დაინახო ის და შენს წინ გადაშლილი ფერადი სამყარო, საოცარი სიხარულით აგავსებს 🌈🌈
პს. ბიჭებო ყოველთვის მოვუფრთხილდეთ გოგონებს 👌