All Posts By

Mako

ზღვის ჰორიზონტს ბედნიერი სიცილი ავსებს

არ უჩანდა პირი გათენებას..უკვე მერამდენე ღამეა ასე უსაშველოდ გრძელი. წამები წამებს მისდევენ და ამ თეთრ ღამეში იკარგებიან, სადღაც უჩინარდებიან. ხედავს ფანჯრის რაფაზე გადაშლილი წიგნის ფურცლიდან გადმოპარულა მთავარი გმირი და არ აძლევს მოსვენებას გოგონას, აგერ...

უსუსურობა

მზე მიეფარება თუ არა, სადღაც თვალსაწიერს, ცა მაშინვე ბინდისფერ მოსასხამს მხრებზე მოიგდებს. მიაბიჯებ ამ უკუნეთში და ის-ის არის, რომ გგონია დაიკარგე, ცას საიდანღაც ნათელი ეფინება და გზის გაკვლევას ცდილობ… მობაჯბაჯებს ამ ბნელ ცაზე ბადრი...

ჩიტები 🐥🐥

ყოველ საღამოს, ჩიტები გუნდურად გამოვარდებიან თავქუდმოგლეჯილნი საკუთარი ბუდეებიდან და ჟივილ-ხივილით კრავენ მოცისფრო-მოყვითალო ცის ქვეშ კამარას. ფრთას ფრთაზე ძლიერად ურტყამენ, ერთმანეთს ეჯახებიან, მაღლა და მაღლა იჭრებიან და ის-ის არის გეგონება მიეფარა უკიდეგანო ლაჟვარდ ცასო, რომ...

მთის იქეთ…

ბავშვობიდან მომყვება მთის სიყვარული, როგორც უშუალოდ ბუნების ქმნილების. ჯერ კიდევ ზაფხულობით, როდესაც გურიაში ვისვენებდი შებინდებისას, ჩამოვჯდებოდი ეზოში სახლის ასასვლელ გრძელ კიბეზე და ვუყურებდი მთებს, რადგან ვიცოდი, რომ ამ მთების უკან დედა და მამა მელოდებოდა....

გოგონა 🌞

გოგონა ყველა ასაკში გოგონაა. ქალში, თუნდაც ხანშიშესულში ყოველთვის ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობს, რომელსაც ისევე გულით უხარია კესანების ჩუქება, როგორც მაშინ სკოლიდან მომავალს, რომ ჩუქნიდნენ გზის პირას მომლოდინე მასზე შეყვარებული ბიჭები 💐 გოგონას ისევ ისე შეუძლია...

გაზაფხულის ჩანახატები 🌸

ასეც ხდება.. გაზაფხულდება. კრიალა არის ცა, ნათელი ფერი დასდევს. მოლოდინი გაქვს ბედნიერების განცდის, მოლოდინი გაქვს კარგის მოხდენის. ჩამომჯდარხარ სოფლის სახლის ასასვლელ კიბეზე, შენთვის მზის გულზე, თვალდახუჭული ხვდები ალიონს. მზე განათებს და გათბობს. ზუსტად იმ...

გიდი, როგორც ასეთი…

ხომ ხდება ხანდახან ისე, რომ მძიმე ამბავი ძალიან ბედნიერად გახსენდება. ზაფხულის კარგი სასიამოვნო კვირა დილაა. თელეთის მამათა მონასტრის წირვას დავესწარით, შეძლებისდაგვარად ვილოცეთ, მადლი მივიღეთ და გადავწყვიტეთ წავიდეთ ქალაქგარეთ სადმე ბუნებაში პიკნიკზე. მე და გუგა...

ლომისას მთებში

ცხოვრებაში ხანდახან დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო ის რაც იცი, რომ ერთ დიდ სიამოვნებად ღირს. ასე სპონტანურად, ზაფხულის ერთი ცხელი დღის მიწურულს ზურგჩანთაში ჩაწყობილი ნახევარი ნაწილი თონის პურით, ერთი ბოთლი წყლით,...