კატეგორია

მთავარი

  • Home
  • მთავარი

ჟურნალმა „SAVEUR“ ქართული კერძების და ქართული ყველის შესახებ სტატია მოამზადა

კულინარიულმა და სამოგზაურო ჟურნალმა „SAVEUR“ ქართული კერძების და ქართული ყველის შესახებ სტატია მოამზადა. გამოცემის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. ჟურნალის ბეჭდური ვერსია წელიწადში ოთხჯერ გამოდის...

გადამზადების ახალი პროგრამა ტურისტული გიდებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის...

ქობულეთში ნახევარ მილიარდიანი პროექტის – “მწვანე ქალაქის” მშენებლობა იწყება

ქობულეთში უპრეცენდენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის – “მწვანე ქალაქის” მშენებლობა იწყება, რაც აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან,...

წლის ბოლომდე 1500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და სფეროში დასაქმების მსურველთათვის ინტენსიური გადამზადების კურსებს იწყებს. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ქალაქებსა თუ დაბებში გაიმართება. სასწავლო კურსები განთავსების, კვებისა და აგრო...

მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება 

28 მარტს, 15:00 საათზე, მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია “თოკების პარკი” გაიხსნება „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. დღემდე სტუმრებს პარკში...

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორისაა

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორისაა საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან. აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი მეორე ადგილს იკავებს, ბათუმი კი...

მარიამ ქვირივშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.  სიჩუანის დედაქალაქ ჩენგდუს მოწინავე 5 ტურისტული კომპანია საქმიანი და გასართობი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. სიჩუანის პროვინციის...

დუშეთის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის...

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მონაკვეთი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას...

საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის სავიზო რეჟიმი მარტივდება

2019 წლის 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და   15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.აღსანიშნავია, რომ 2019 წლის...