Bloomberg ვრცელ სტატიაში მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

  • Home
  • მსოფლიო
  • Bloomberg ვრცელ სტატიაში მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი მედიასაშუალება Bloomberg ვრცელ სტატიაში მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აღწერს. სტატიაში წარმოდგენილია ტურისტული ადგილების, ქართული კერძების და ღვინის ამსახველი ფოტოგალერეა.
საქართველოს შესახებ სტატია Bloomberg-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

„საქართველო უძველესი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთს აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, დღეს საქართველო ვიზიტორებს მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს.

სამხრეთ კავკასიონის კალთებზე ტურისტებს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეუძლიათ ლაშქრობა. მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ თვალწარმტაც ქუთაისს, უმშვენიერეს თბილისს, რომელიც გამორჩეულია ღამის ცხოვრებით და მდიდარი კულტურით. თქვენს სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს ვარძია, ეს არის ქალაქი გამოქვაბულში.
გერგეთი სამება, მყინვარწვერთან მდებარე ტაძარი. ეს არის ადგილი, რომელიც ქვეყნის მდიდარი ლანდშაფტის დინამიურ სილუეტს ქმნის.“

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია