თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებით ფრენები აღდგება
საქართველოსა და ლიეტუვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენა 10 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად აღდგება. 2 აპრილიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს პირდაპირ ავიარეისებს თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებით კომპანია Georgian Airways-ი განახორციელებს. წყარო: საქართველოს მთავრობა
WFTGA Convention 2019 საქართველოში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 მიმდინარეობს. მე-18 საერთაშორისო კონგრესი 5 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს...
თბილისში მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესი ჩატარდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ღონისძიების თბილისში ჩატარება, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე დადებით გავლენას...
110 მილიონი ლარი საქართველოსთვის
ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ფინანსური დახმარება ეხება რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის...
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ 2018 გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის – „სუფთა რეგიონი“ მიზანი...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აჭარაში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
„საქართველოს რეგიონებში 3 დღეა რაც დაიწყო სოფლის კრებები, უკვე 120-ზე მეტი კრება ჩატარდა და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები“ – განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით,...
კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კმ-ზე მეტია და იგი საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი...
საქართველო ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Ferien-Messe 2019” მიიღო მონაწილეობა. ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე საქართველოდან 10 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, დასახლება ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბახმაროს დასახლება და მას დაბის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ...
ევროკავშირი ანაკლიის პორტს 233 მილიონი ევროს ოდენობით დააფინანსებს
ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233 მილიონი ევრო არის მითითებული. ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან...