საქართველო ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

  • Home
  • მთავარი
  • საქართველო ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Ferien-Messe 2019” მიიღო მონაწილეობა. ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე საქართველოდან 10 კომპანია იყო წარმოდგენილი.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახის ქართული ღვინის დეგუსტაცია, მოეწყო საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება.
გამოფენაზე სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო კურორტებით და ქართული სამზარეულოთი.

ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Ferien-Messe 2019” მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 800 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით სულ უფრო იზრდება. სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს საქართველოში ავსტრიიდან 10 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.%-ით მეტია.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია