ევროკავშირი ანაკლიის პორტს 233 მილიონი ევროს ოდენობით დააფინანსებს

  • Home
  • მთავარი
  • ევროკავშირი ანაკლიის პორტს 233 მილიონი ევროს ოდენობით დააფინანსებს

ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233 მილიონი ევრო არის მითითებული.

ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული.

წყარო: ანაკლიის პორტი