31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
გიორგი გახარია – მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს...
მარიამ ქვრივიშვილი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მადლობას უხდის
Ras Al Khaimah Investment Authority Georgia-ს მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო, 200 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. სასტუმროს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...
ვენა – თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“– ში განთავსდნენ
ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მოეწყო. საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას ადგილზე დაესწრო ტურიზმის...
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეც რეისები დაინიშნა
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაინიშნა. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა...
მარიამ ქვრივიშვილი „მოქსი თბილისს“ მადლობას უხდის
მარიამ ქვრივიშვილი ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობის გამო მადლობას უხდის „ჯი-ემ-თი ჯგუფმა სასტუმრო „მოქსი თბილისი“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მზადება 2020 წლის პროგრამისთვის
ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორების მიღება სრულად შეზღუდა. მუზეუმ ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით სამუზეუმო ადმინისტრაციები...
თანადაფინანსების მექანიზმი სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის
ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო მიმართვის ფორმა შევსებული ფორმა წარუდგინეთ კომერციულ ბანკს. განაცხადების მიღება გაგრძელდება 1 მაისამდე! პროგრამის შესახებ: ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 23 მარტიდან ახალ პროგრამას...
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 მარტიდან ერთი თვის მანძილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პირველ ეტაპზე შეზღუდვა არ ეხება ტრანსპორტით გადაადგილებას და...
21 მარტიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები” საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების...
Wizz Air-ი 3 აპრილამდე საქართველოდან ფრენებს აჩერებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-მა საქართველოდან ფრენები 3 აპრილამდე ყველა მიმართულებით შეაჩერა. გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასე გამოიყურება: ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე; ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე; კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე; ჩეხეთი –...