სანაპირო..
შეიძლება ახლა თქვენს საყვარელ სერიალებს უყურებთ, სტამბულში კი ამ წუთებშიც წვიმს. თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა. სუნთქვაშეკრული ვარ, რადგან ჩემს საყვარელ ქალაქში არასდროს ჩამოვსულვარ გაზაფხულზე. ბოსფორის სრუტეში კვლავ დაცურავენ იალქნიანი გემები თოლიებთან ერთად და ჩემს...
საკვამურიდან ამოსული სითბო
არ დაგიმალავ და მართლა არ ვიცი, რატომ უნდა ჩაიცვა საწვიმარი, მხარზე ზურგჩანთა მოიკიდო და გაზაფხულის კოკისპირული წვიმა, როგორც კი დაიწყება მხოლოდ იმიტომ გახვიდე სახლიდან, რომ ზღვები,ოკეანეები გადასცურო, თეთრად შეფერილი მთები გადაიარო და შუაგულ ტყეში...
ჩანაწერი დადუნას დღიურიდან
მთელი ღამე ვწერდი,შემდეგ ჩამეძინა და როდესაც გავიღვიძე მომეჩვენა, ჩემი ბავშობის სახლში ვიყავი და დედა საუზმეს მიმზადებდა.შემდეგ წარმოსახვა გაქრა. ჩავიცვი ცისფერი კაბა,პალტო მოვიხურე და სანაპიროზე წავედი. ალბათ ის ადამიანი ვარ,რომელიც ზღვას ელაპარაკება ძალიან ბევრს და...
თვითმფრინავში გაკეთებული ჩანაწერი
თვითმფრინავის კაბინაში,როდესაც ვზივარ,მადლობა ღმერთს ფანჯრის გაღება არ შემიძლია,თორემ მეც ღრუბლად ვიქცეოდი და ასე ვიპოვიდი მარადისობას სამყაროში.ფრენის დროს ყველაზე მეტად მაოცებს რომ ცაში ვარ,მაგრამ ვარსკვლავები უფრო მაღლა ანათებენ.ქვევით ზღვებია,ოკეანეები,ყვავილები და ტყეები,მე არ მეშინია,რადგან ამ ყველაფრის...
მოგზაურობის გაგრძელება
სტამბოლშიც მოღრუბლული ამინდია. დავდივარ ქუჩაში და ვნატრობ, ნეტავ,გათოვდეს..არ გათოვდება, ვფიქრობ და ძალიან მინდა,როგორც პატარა ბავშვი ავტირდე.შინ დაბრუნება მინდა,მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა.კიდევ ორი თვე უნდა დავრჩე ჩემს საყვარელ ქალაქში,ჯერ არაფერი მოუყოლიათ ჩემთვის მეთევზეებს.თუ არ ითოვებს,ხომ...
თვალებში ლურჯი ზღვა
სტამბოლში ჩემი ვიზიტის მეექვსე დღე დაიწყო.ვფიქრობ,ამ ქალაქში ყოფნა არასდროს მომწყინდება,რადგან როდესაც სარკეში ვიყურები,ვხედავ თვალებს,რომელშიც ჩაცვივდნენ ღრუბლები და თოლიები.ძალიან მომწონს ცისფერი საპნის სურნელი,რომლითაც ხელებს ვიბან და სასიამოვნო ემოციებით სავსე,აივანზე წერას ვაგრძელებ..ყოველთვის მსურდა ზღვის ტალღების ხმაური...
შეხვედრა ემიგრანტ ქალბატონთან სტამბოლში
გუშინ,როდესაც სასტუმროს ნომერში კვლავ ტექსტებს ვარედაქტირებდი და საღამოს წიგნის სპონსორებთან შეხვედრას ვგეგმავდი, მესენჯერში წერილი მივიღე. ვკითხულობდი ცრემლიანი თვალებით და, როდესაც ბოლომდე ჩავიკითხე ქართველი ემიგრანტის წერილი,რომელიც სტამბოლში მუშაობს სასტუმროში და ნომრებს ალაგებს, გული მომეწურა. ქართველი ...
ჩანაწერები მოგზაურის დღიურიდან…
მზიანი დილა გათენდა. გუშინ შუა ღამემდე ტექსტებს ვარედაქტირებდი, მეძინება, მაგრამ როგორ უნდა დაიძინო ასეთ ამინდში,როდესაც სტამბოლში ხარ და ლურჯ ტალღებში გახვეული ქალაქი თავისკენ გიხმობს. მესმის მოლას ხმა, რომელიც ლოცვას ასრულებს და მისი ხმა ექოდ...
სტამბოლშიც წვიმიანი დღეებია…
მეგობარმა მომწერა,რომ თბილისში წვიმს.აქაც წვიმიანი ამინდია.შვედურ მაგიდასთან გახუხული პური,ყველის ასორტი და ფინჯანი ყავა ავიღე და ფანჯარასთან,იმ მაგიდასთან მივედი ,საიდანაც ჩანდა წყალზე მოტივტივე გემები.მე ფანჯარაში ვიყურები, მომინდა ერთფეროვნება ვიგრძნო,მაგრამ ყველაფერი მაოცებს ბავშვივით.იმ მისტიკას ვგულიხმობ,რომელსაც ზღვის...
შემოდგომის სტამბოლი
სტამბოლის მწერალი უნდა გავხდე, რამდენიმე წლით.სიმართლე ვთქვა,არ ვიცი ასე ხშირად რატომ მახსენდება ეს ქალაქი და რატომ მთხოვს დავუბრუნდე და ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო მასზე. არ ვიცი რატომ მინდა, წავიდე თოლიებთან და რამე გავაკეთო…ამას ვერ...