იტალიის “ღმერთთა სანაპირო” – მას ასე ეძახიან იტალიაში, იგი არის კუნძული სადაც მდებარეობს ზღაპრული შუასაუკუნეების ეკლესია. მონასტერი მე-12 საუკუნეშია აგებული ფრანცისკელთა მიერ. ეს ადგილი იტალიელების საყვარელი ადგილია, სადაც ყველანი დასასვენებლად მიდიან. ამ ადგილის შესახებ ბევრმა მოგზაურმა არ იცის და მას აქვს პოტენციალი გახდეს მეტად მიმზიდველი ტურისტებისთვის. ამ ადგილას თქვენ არა მხოლოდ ციხესიმაგრის ხედით დატკბებით, არამედ შეგიძლიათ დატკბეთ შუადღეს თბილი, ფირუზის ფერი სუფთა წყლით.
ეს ადგილი მომლოცველებისთვის წმინდა დანიშნულებისაა, რადგან ეკლესიაში არის ღვთისმშობლის მე -12 საუკუნის ბიზანტიური პორტრეტი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიას იცავს. არსებობს ლეგენდა, რომ 1638 წელს, პორტრეტიდან ღვთისმშობელი გამოჩნდა კალაბრიის ეპისკოპოსთან და გააფრთხილა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ. ამავე წლის 27 მარტს მან ტროპეას მკვიდრი შემოიკრიბა და ქალაქგარეთ გაემართა. იმ დღეს მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ხალხი დაცული დარჩა.