მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.“ საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური დირექტორი ფრედ სმიტსი, Marriott International“-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი პანკაჯ ბირლა, Marriott International“-ის ბრენდ ლიდერი ინდი ადენაუ დაესწრნენ.
სასტუმროში დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 220-ნომრიანია.
თითოეული ოთახის ინტერიერი ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით გაფორმებულია, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხე.
სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის – 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი – 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ა.შ.
სასტუმროში ფუნქციონირებს სპა და ფიტნეს-ცენტრები.
სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი, რესტორანი და ღია აუზი.
შერატონი პირველად საქართველოში 1991 წელს გაიხსნა და ის პირველი საერთაშორისო ბრენდი სასტუმრო იყო.
„Sheraton Hotels & Resorts“-ი „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრია, სადაც შედის მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის 450-მდე სასტუმრო.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დედაქალაქს შეემატა 220 ნომრიანი სასტუმრო. განახლებულ შერატონს ძალიან დიდი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და ეკონომიკისთვის.“ განაცხადა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.