თბილისს ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. სასტუმრო „სოლე პალასის“ გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.
54 ნომრიანი სასტუმრო „სოლე პალასი“ ძველ თბილისში ცურტაველის ქუჩაზე მდებარეობს. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ტერასული რესტორანი და ბარი აქვს. ახალ სასტუმროში 57 ადამიანია დასაქმებული.
“დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სექტორში მეტი ინვესტიცია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს დასაქმებას ტურიზმის სფეროში.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.