რეცეფცია: Welcome! Enjoy your stay!

რეცეფცია – ადგილი სადაც პირველად გვიწევს სტუმართან შეხვედრა

•ადგილი სადაც ნამგზავრმა სტუმარმა თავი უნდა იგრძნოს კომფორტულად და მშვიდად;
•ადგილი სადაც სტუმრებს ექმნებათ წარმოდენა – თუ სად მოხვდნენ და რას უნდა ელოდნენ მასპინძლისგან;
•ადგილი სადაც პირველად უწევთ დაფიქრება – სწორად დაგეგმეს თუ არა მოგზაურობა;
და თუ პირველივე ნაბიჯებზე ვაგრძნობინებთ თავს სამშვიდობოში, სტუმრობაც წარმატებით ჩაივლის.
განუმეორებელი დახვედრის გამოცდილება დიდხანს არ ავიწყდებათ სტუმრებს.
დღეს, როდესაც მომსახურების ხარისხის შეფასება ხდება საჯაროდ სოც. ქსელების დახმარებით და შესაბამისად სტუმრების კომფორტის მოთხოვნილებები სულ უფრო და უფრო იზრდება – მინიმუმ მოლოდინი მაინც უნდა გავუმართლოთ სტუმრებს. ხოლო თუ მცირედით მაინც შევძლებთ მათ გაოცებას – წარმატება არ დააყოვნებს!

გიზიარებთ 4 რჩევას განუმეორებელი რეცეფციის შესაქმნელად და 4 მარტივ გზას საუკეთსო დახვედრის უზრუნველსაყოფად:

რეცეფციაში მოაწყვეთ ორიგინალური, დეკორატიული კუთხე სასტუმროს კონცეფციის გათვალისწინებით,რომელიც იქნება განსაკუთრებული, მხოლოდ თქვენი ხელწერით. ეს არის პირველადი, თუნდაც მომეტებული, ინვესტიციის სწორად მიმართვა – ეს ხარჯი თავის თავს მალე გაამართლებს – სტუმრებს დიდხანს ემახსოვრებათ სხვებისგან განსხვავებული, ორიგინალური, ფერადი, თამამი თუ ექსტრავაგანტული სასტუმროს კუთხე. იქ სტუმრების უმეტესობა გადაიღებს ფოტოს, რომელსაც გააზიარებს სოც. ქსელებში, რაც ცნობადობასაც გაგიზრდით და სტუმრებსაც დიდხანს გაახსენებს თავს.
რეცეფციის დიზაინის შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ:
  • მხატვრობა & ხელოვნების ნიმუშებზე & სკულპტურებზე
  • ბუნებაზე & ცხოველებზე

  • ადგილობრივ კულტურაზე
არ გამოგრჩეთ დღესასწაულებზე და განსაკუთრებულ დღეებზე რეცეფციის მორთვა შესაბამისი ატრიბუტიკით. ასევე არ დაგავიწყდეთ მათი შენახვაც მომავალ გამოყენებამდე.

4 მარტივი რჩევა რაც თქვენს რეცეფციას სხვებისგან გამოარჩევს და სასტუმროს კმაყოფილი სტუმრების რიცხვს გაუზრდის:

  • 101 რეცეფცია – მოაწყვეთ მაქსიმალურად კომფორტული მისაღები, მშვიდი და სასიამონვო განათებით, წელიწადის დროის შესაბამისი სასიმოვნო ტემპერატურით და მშვიდი მუსიკით; გამოიყენეთ სპეციალური დამამშვიდებელი სურნელის არომატიზატორები.
  • 202 ლაუნჯი – დასასვენებელი, ჩამოსაჯდომი ადგილი აუცილებელია რეცეფციასთნ ახლოსვე გქონდეთ. შემოსვლის, გამგზავრების ან ლოდინის დროს სტუმარი კომფორტულად მოისვენებს.

  • 303 პერსონალი – რეცეფციაში სასიამოვნო გარეგნობის, მშვიდი, მომღიმარი, კომუნიკაბელური, პერსონალი უნდა მუშაობდეს დიპლომატიური უნარჩვევებით. ის კარგად უნდა საუბრობდეს საერთაშორისო ენებზე;
  • 404 კორპორატიული სტილი – ჩააცვით პერსონალს ორიგინალური უნიფორმა და არაშაბლონური პიჯაკი!

 

იზრუნეთ სტუმრების კომფორტზე – ისინი იზრუნებენ თქვენს წარმატებაზე 🙂

Tags: