ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება

  • Home
  • მთავარი
  • ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ15-კმ25) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.
პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 10 188 800 ლარია. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო.

წყარო: ქართული ოცნება