ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
აღნიშნულ 10 კმ-იან საავტომობილო გზაზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი. მოეწყო ბეტონის კიუვეტები და წყალმარიდი მილები. პროექტით გათვალისწინებული იყო ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.
აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ახლა უკვე კომფორტულად შეძლებენ ადგილობრივები გადაადგილებას.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.