ზაფხულის სეზონი 2018 გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხ სეზონიანი. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველო პარკი და 29 კმ-ნი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრობოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.
2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო- სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ მთის ციგა დამონტაჟდა. ატრაქციონი ფუნქციონირებს, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“ , ყოველკვირეული პრემიერებით.
2014 წელს წელს კინოთეატრი „ბაკურიანი“ სრულად განახლდა და აღიჭურვა ახალი სამგანზომილებიანი პროექტორითა და ეკრანით, არეკვლის 3.0 სისტემით, რაც ფილმის ყურების პროცესს უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდის.
კინოთეატრ „ბაკურიანში“ არსებული საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს სართაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს ინფორმაციით, ტურისტული მომსახურეობისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს შეიძინოს სასურველი აბენემენტი რიგში დგომის გარეშე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე,  მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე და ა.შ.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია. ის ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც მომხმარებელს აწვდის  ყველანაირ ინფორმაცის მთის კურორტების შესახებ. ის ფუნქციონირებს, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულშიც.