ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ულამაზესი ფესტივალით გაიხსნა.
ყველაზე ფერადმა და ცხელმა ფესტივალმა წელსაც უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
ბათუმში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხავა ღონისძიება მიმდინარეობდა, სანაპიროზე კი ყველა ასაკის სტუმრისთვის იყო მოწყობილი სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები.
ელექტრონული მუსიკა, ფრანებისა და ფარნების შოუ, დღისა და ღამის ფოიერვერკი – არასრული ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი პროგრამისა, რომელსაც სტუმრები ანბანის კოშკთან, ზღვის სანაპიროზე დაესწრნენ.