ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა მესტიაში

  • Home
  • მთავარი
  • ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა მესტიაში

მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ჰაწვალის ფერდობზე გაიმართა სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი სპეციალურ და გიგანტურ სლალომში.
ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები მოეწყო მესტიაში, სადაც
სტუმრებისთვის გაიმართა საგამოფენო სივრცე, ყინულის სკულპტურები, გაიმართა საახალწლო გამოფენა-ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტები.მოეწყო დრამერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ.
საღამოს სეტის მოედანზე სტეფანე მსმენელის წინაშე live band-თან ერთად წარდგა. ღონისძიებისთვის მოწვეული იყო DJ.
მუსიკალური პროგრამის შემდეგ, ღონისძიება გრანდიოზული 2 წუთიანი ფოიერვერკით დასრულდა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია