საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.
ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, ეროზირებული იყო დუღაბი,რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო.
პირველი ეტაპის სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
- მოხდა სახურავზე ბაზალტის ლორფინის ქვების მარკირება,განსაკუთრებული სიფრთხილით მოხსნა და ჩამოტანა-დასაწყობება
- მოინგრა ეროზირებული დუღაბის საფარი
- მოხდა წყალსაწრეტი მილების,ძაბრებისა და წყალშემკრები ღარების დემონტაჟი
- სახურავზე მოეწყო ახალი დუღაბის საფარი კალმატრონის გამოყენებით
- დუღაბის საფარზე დაეგო ჰიდროსაიზოლაციო მასალა
- მოხდა მოხსნილი ლორფინის ქვების
დახარისხება,გადათლა და ვარგის მდგომარეობამდე მიყვანა - გაითალა ბაზალტის ფილები არსებული ფორმის მსგავსად,რის შემდეგაც მოხდა მათი და მანამდე მოხსნილი და ვარგის მდგომარეობამდე მიყვანილი ლორფინის ქვების დაგება სახურავზე
სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება. წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ი.მ პაატა ნუცუბიძემ განხორციელა.
წყარო:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო