6 მაისს კახეთში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული მარათონი Wings For Life World Run-ი მეხუთედ გაიმართება.
Wings For Life World Run-ი ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარელის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზე გაიმართება.
Wings for Life World Run-ი საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ, მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს.
Wings for Life World Run ერთადერთი მარათონია, რომელიც არ ზღუდავს სარბენ დისტანციას და არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტს რბენის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ აიღებს და თითოელი მონაწილის გავლილ მანძილს დააფიქსირებს. რბენა სრულდება მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მონაწილეს დაეწევა.
6 მაისს, კახეთში, მსოფლიო რბენაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული მორბენლები, ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი იყოს 18 წლის.
მონაწილეების რეგისტრაცია 2017 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყება და 3 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე http://
საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი.
მედია აკრედიტაციის ფორმა- https://goo.gl/iVXWRu
ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
წყარო: www.wingsforlifeworldrun.com