„Wie Is De Mol“ ჰოლანდიური რეალითი შოუ საქართველოში

  • Home
  • მთავარი
  • „Wie Is De Mol“ ჰოლანდიური რეალითი შოუ საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჰოლანდიაში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს „Wie Is De Mol“ (ვინ არის თხუნელა – „ჯაშუში“) დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

რეალითი შოუს მე-18 სეზონის ეპიზოდები საქართველოში გადაიღეს. „Wie Is De Mol“ ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით იანვრიდან მარტამდე გადაიცემოდა. რეალითი შოუს შემდეგ საქართველო, როგორც ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სულ უფრო პოპულარული გახდა როგორც ჰოლანდიაშია, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. 

რეალითი შოუს მე-18 ეპიზოდთან დაკავშირებით ჰოლანდიაში, ჰილვერსუმში „გულშემატკივრების დღე“ (Fan Day) გაიმართა. ღონისძიებას 1300-მდე სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის სპეციალური სტენდი იყო გამოყოფილი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, საქართველოს ავიახაზებმა კი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ორი ბილეთი გაათამაშა. ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ კონცერტი. 

საქართველოს შესახებ ცნობადობისა და ინტერესის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით ჰააგაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჰოლანდიური პრესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა. 

რეალითი შოუს მე-18 სეზონის გადაღება საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოეწყო. „Wie Is De Mol“-ის ეპიზოდებში საქართველოს ტურისტული პოტენციალი იყო წარმოდგენილი.

    

  

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია