საქართველოს ბანკის სათაო ოფისში ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის “Welcome to Georgia“-ს 2018 წლის შესახებ პრესკონფერენცია მოეწყო.
მომავალი ღონისძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, “Welcome to Georgia“-ს დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ და საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ მასურაშვილმა გააცნეს.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის სექტორი დინამიურად ვითარდება და ამ განვითარების ფონზე სულ ახალი კომპანები ერთვებიან ამ საქმიანობაში. ეს კონკურსი რომელიც ყოველწელიწადს იმართება კერძო სექტორის მხარდაჭერას უწყობს ხელს.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს კიდევ უფრო საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლეს რაც 2018 წლის
საკონკურსო წელს შეეხება პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე, გააჟღერდება.
ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან იმართება და წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის და ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის.
ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია ჩატარდება 2018 წლის 5 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისში.