Welcome to Georgia! ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციის ჩატარების თარიღი ცნობილი გახდა

  • Home
  • მთავარი
  • Welcome to Georgia! ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციის ჩატარების თარიღი ცნობილი გახდა

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორგანიზებული ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენცია, გაიმართება 2018 წლის 8 ივნისს, სასტუმრო”ბილტმორ თბილისში” და მოიცავს:

• პანელურ დისკუსიებს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ;
• ბაზრის წამყვანი მიმწოდებლების და ინდუსტრის ექსპერტების საინეტერესო პრეზენტაციებს;
• B2B შეხვედრებს ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან;
• და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ყველა მიმდინარე სიახლეს, ახალი ჟიურის შემადგენლობის, ახალი ნომინაციების და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციის ჩათვლით რომელიც შეეხება წლევანდელ საკონკურსო წელს;

მესამე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში არის უნიკალური პლატფორმა ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია. ეს კონფერენცია არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისდა ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის.

SAVE THE DATE! დარეგისტრირდით და არ გაუშვათ შანსი მიიღოთ მონაწილეობა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში გამართულ მე-3 ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე!

დეტალური პროგრამა დაიდება მალე.

რეგისტრაციის ბმული:
https://b2b.awards-tourism.com/register

წყარო: Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება