ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა

  • Home
  • მთავარი
  • ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა

„ვიკის უყვარს ძეგლები“ – ასე ჰქვია ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსს, რომელსაც ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით.  მესტიის ფოტო 245 000 სურათიდან 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის შეირჩა და სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა ფოტომ მე-13 საპრიზო ადგილი დაიკავა. ფოტოს ავტორი უკრაინელი ფოტოგრაფი დმიტრო ბალკოვიტინია.

კონკურსის „ვიკის უყვარს ძეგლები“ მიზანია, ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შექმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი. პროექტის აქტიური მხარდამჭერია იუნესკო.

ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოები

Tags: