ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურა “საქმიან ეზოებში”

  • Home
  • მთავარი
  • ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურა “საქმიან ეზოებში”

საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, სრულდება სამუშაოები “საქმიანი ეზოების” მოსაწყობად. სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით “საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სულ 26 “საქმიანი ეზოს” მოწყობა. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კი, “საქმიანი ეზოები” ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლის და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.

როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. “საქმიან ეზოებში”. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

 

წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო

Tags: