ველორბოლა ბაკურიანში

12 აგვისტოს, 14:00 საათზე, ბაკურიანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით ბაკურიანში ველორბოლა გაიმართება. ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, სამთო ველო სპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზე მოეწყობა. ტურნირის მონაწილეებს რთული რელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწევთ. შეჯიბრის მიხედვით 3 გამარჯვებულები გამოვლინდება, მათ სპეციალური პრიზები გადაეცემათ. 

ველორბოლის დასრულების შემდეგ ველოტრეისერების შოუ მოეწყობა. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება, მთელი დღის განმავლობაში სპორტსმენების და მაყურებლების განწყობაზე იზრუნებს DJ.

ბაკურიანში სპორტული შეჯიბრის გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ველოსპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა. 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში ველოპარკი მოეწყო. ველობილიკი არ კვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია