ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“, ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

  • Home
  • სიახლეები
  • ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“, ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა
2018 წელს, ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებ-გვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვმდომა და ძებნა ჰქონდა.
სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინ გვერდს ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული. Lametayel ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებ-გვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. 

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი